ჯეკ უილშირმა თამაში დაიწყო

AutoSharing Option
გასულ სეზონში "არსენალიდან" "ბორნმუთში" განათხოვრებულმა 25 წლის ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა აპრილში ტრავმა მიიღო და მხოლოდ ახლა დაიწყო თამაში.

მან "მეთოფეთა" დუბლშემადგენლობაში "დერბისთან" 3:2-ზე მოგებულ მატჩში 75 წუთი იასპარეზა. ლონდონური გუნდის მენეჯერმა არსენ ვენგერმა ივლისში ბრძანა, რომ ჯეკს შეუძლია მათთან დარჩეს, თუმცა რამოდენიმე დღის წინ თქვა, ჯერ არაფერი არ გადამიწყვიტავსო.

"ბორნმუთში" უილშირმა 27 შეხვედრაში (22 ძირითად შემადგენლობაში) მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული