ჩილელი თავდამსხმელის, ალექსის სანჩესის "არსენალში" დარჩენა-არდარჩენის საკითხი კვლავაც გაურკვეველია. ცნობილი გახდა, რომ ტრანსფერში "მანჩესტერ სიტი" მზადაა, 60 მილიონი ევრო გადაიხადოს. თან, ყოველთვიურ გასამრჯელოდ 400 ათასი ფუნტი დაუნიშნოს, რაც მის ამჟამინდელ ანაზღაურებაზე მეტია.
ფრანგული პრესის ცნობით კი, ალექსისი პარიზშია ჩასული და პსჟ-ის ხელმძღვანელობასთან აწარმოებს მოლაპარაკებას.
ცნობისათვის, სანჩესს კონტრაქტი გაისად უმთავრდება და მისი გაშვების სასტიკი წინააღმდეგია "მეთოფეთა" მენეჯერი არსენ ვენგერი.