ბოლო ცნობებით, 35 წლის ფეხბურთელი "წითელ ეშმაკებთან" ახალ კონტრაქტს მალე გააფორმებს.
ზლატანი "მანჩესტერში" გასულ სეზონში 9-ნომრიანი მაისურით თამაშობდა. ეს ნომერი ახლა რომელუ ლუკაკუს აქვს დაკავებული. სამაგიეროდ, უეინ რუნის წასვლის შემდეგ გამოთავისუფლდა 10 ნომერი.
საინტერესოა, რომ "იუნაიტედის" ფორმების მწარმოებელი კომპანიის, Adidas-ის მაღაზიაში იბრაჰიმოვიჩის 10-ნომრიანი მაისურის ყიდვა უკვე შესაძლებელია.