Adidas-ი "იუნაიტედის" 10-ნომრიან მაისურებს ზლატანის გვარით ყიდის

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ზლატან იბრაჰიმოვიჩის "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება მართლაც გადაწყვეტილია.

ბოლო ცნობებით, 35 წლის ფეხბურთელი "წითელ ეშმაკებთან" ახალ კონტრაქტს მალე გააფორმებს.

ზლატანი "მანჩესტერში" გასულ სეზონში 9-ნომრიანი მაისურით თამაშობდა. ეს ნომერი ახლა რომელუ ლუკაკუს აქვს დაკავებული. სამაგიეროდ, უეინ რუნის წასვლის შემდეგ გამოთავისუფლდა 10 ნომერი.

საინტერესოა, რომ "იუნაიტედის" ფორმების მწარმოებელი კომპანიის, Adidas-ის მაღაზიაში იბრაჰიმოვიჩის 10-ნომრიანი მაისურის ყიდვა უკვე შესაძლებელია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული