ბრიტანული „ტაიმსის“ ცნობით, იმისათვის, რათა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი დაედო, ვეტერანმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებაზე განაცხადა თანხმობა. კერძოდ, თუ გასულ სეზონში თვეში 350 ათას ფუნტს იღებდა, ახლა 125 ათასით დაკმაყოფილება მოუწევს.
მან თქვა, რომ „მანიუში“ დაწყებული საქმის დასრულება მართებს, ფორმაში ჩასადგომად დრო სჭირდება, თავდაუზოგავად შრომობს და ერთი სული აქვს როდის ითამაშებს „ოლდ ტრაფორდზე“.
თუმცა, როგორც გუნდის მენეჯერმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, იბრა წელს თამაშს ვერ შეძლებს.