ზლატან იბრაჰიმოვიჩს გასამრჯელო გვარიანად შეუმცირეს

AutoSharing Option
„მანჩესტერ იუნაიტედში“ დასარჩენად ზლატან იბრაჰიმოვიჩი ანაზღაურების შემცირებას დათანხმდა

 

ბრიტანული „ტაიმსის“ ცნობით, იმისათვის, რათა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი დაედო, ვეტერანმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებაზე განაცხადა თანხმობა. კერძოდ, თუ გასულ სეზონში თვეში 350 ათას ფუნტს იღებდა, ახლა 125 ათასით დაკმაყოფილება მოუწევს.

 

მან თქვა, რომ „მანიუში“ დაწყებული საქმის დასრულება მართებს, ფორმაში ჩასადგომად დრო სჭირდება, თავდაუზოგავად შრომობს და ერთი სული აქვს როდის ითამაშებს „ოლდ ტრაფორდზე“.

 

თუმცა, როგორც გუნდის მენეჯერმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, იბრა წელს თამაშს ვერ შეძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული