ანტონიო კონტე იტალიაში ზღვაზე ისვენებს და საფეხბურთო ლექსიკონს კითხულობს

AutoSharing Option
„ჩელსის“ მენეჯერმა ანტონიო კონტემ სანაკრებო პაუზით ისარგებლა და მეუღლესთან ელიზაბეტ მუსაკლელოსთან ერთად იტალიაში ჩავიდა, სადაც ზღვაზე ისვენებს და შეზლონგზე წამოწოლილი ტომ ჩელენჯერის „ინგლისური ფეხბურთის ლექსიკონს“ კითხულობს, რათა უკეთ შეძლოს ინგლისურად ლაპარაკი.

ეს ლექსიკონი განკუთვნილია საფეხბურთო მენეჯერებისთვის, ადმინისტრატორებისთვის და რა თქმა უნდა, ფეხბურთელებისთვის.

ანტონიო ლონდონში დღეს დაბრუნდება და ნაკრებებიდან მოთამაშეების დაბრუნებისთანავე გუნდის „ლესტერთან“ შეხვედრისთვის მომზადებას შეუდგება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული