ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 8 მილიონად იახტა იყიდა

AutoSharing Option
35 წლის შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმების წინ იტალიის ქალაქ სპეციაში ფირმა Ferretti -ს Riva 100 Corsaro-ს მარკის იახტა 8 მილიონ ევროდ შეიძინა.

ეს სურათი იბრამ ახალ შენაძენზე გადაიღო და რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელში გაავრცელა.

იახტა 28 მეტრის სიგრძისაა, მაქსიმალური სიჩქარე საათში 27.5 საზღვაო მილია (1 საზღვაო მილი 1.85 კილომეტრია), აქვს სამზარეულო, კოქტეილ - ბარი და აუდიო - სისტემითა და კარაოკეთი მოწყობილი საძინებელი ოთახი.

შეგახსენებთ, ზლატანი ტრავმის გამო მხოლოდ ნაახალწლევს შეძლებს თამაშს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული