ჟოზე მოურინიო: რომელუ ლუკაკუ 31 აგვისტოს 150 მილიონი ეღირებოდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ The Times-თან სატრანსფერო ფასებზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ჭკვიანურად მოვიქეცით. ჩვენ ვიცოდით, რომ რაღაც მოხდებოდა და ბაზარზე ფასებს შეცვლიდა. ჩვეულებრივ, სატრანსფერო პერიოდის ბოლო ნაწილი ნაკლებად ძვირია და მოულოდნელად, პირიქით, ფასების თვალსაზრისით უარესი გახდა. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, ნეიმარის ტრანსფერით არის განპირობებული. ვფიქრობ, ლუკაკუს ფასი 31 აგვისტოს 150 მილიონი გირვანქა სტერლინგი იქნებოდა. მატიჩი 60-დან 70 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე ეღირებოდა. ჩემი აზრით, "ლივერპულის" დირიჟორის, ფელიპე კოუტინიოს ფასი 101 მილიონი გირვანქა სტერლინგით უნდა განისაზღვროს.

ახლა
 20-მილიონიანი მოთამაშე გახდა 40-მილიონიანი, ხოლო 40-მილიონიანი - 60-მილიონიანი და ყველაფერი შეიცვალა. ლუკაკუ და მატიჩი 200 მილიონზე მეტი ეღირებოდა, რომ დაგვეცადა. ამიტომ ზაფხულის პირველ ნაწილში გავაკეთეთ ტრანსფერები და ბევრად იაფად გამოვედით. მე ვფიქრობ, რომ კარგად ვაკეთებდით ფინანსურ გათვლებს და სეზონს კარგად მომზადებულნი შევხვდით. ეს არ არის გადამწყვეტი, მაგრამ მნიშვნელოვანია."
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული