ალპინისტების ლაშქრობა "ეტიჰადზე"

AutoSharing Option
ალპინისტების ჯგუფმა "მანჩესტერ სიტის" სტადიონის - "ეტიჰადის" სახურავი დაიპყრეს და შემდეგ, ნებაყოფლობით ჩაბარდნენ პოლიციას.

სტადიონის დაცვამ შეამჩნია წესრიგის დამრღვევთა ჯგუფი და ჯერ დაემუქრა მათ, შემდეგ კი, უბრალოდ, პოლიცია გამოიძახა.

ჯგუფს სათავეში ედგა ელი ლოუ, რომელმაც სოციალურ ქსელში ფოტოებიც გამოფინა - როგორ სხედან სახურავის კიდეზე ფეხებგადმოკიდებულები.

სხვათა შორის, ეს გართობა ბოლო დროს მოდური გახდა ქალაქის ალპინისტებს შორის. ადრე მას პრემიერლიგის სხვა კლუბების სტადიონების სახურავებიც დალაშქრეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული