ლამპარდმა "ჩელსის" 18-წლამდელები ავარჯიშა

AutoSharing Option
"ჩელსის" ლეგენდას ფრენკ ლამპარდს არაერთი გუნდი იწვევდა, მაგრამ თებერვალში თამაშს თავი დაანება და აქამდე უქმადაა. თქვა, რომ მწვრთნელობას აპირებდა, თუმცა ჯერ არსად არ დასაქმებულა, მხოლოდ ხანდახან ტელევიზიაში საფეხბურთო მატჩების მიმოხილვას უძღვება.

გუშინ 39 წლის ფრენკი "არისტოკრატების" საწვრთნელ ბაზას ესტუმრა კობჰემზე და 18-წლამდელების წვრთნაში მიიღო მონაწილეობა. ამ გუნდს მისი ძველი მეგობარი ჯოდი მორისი უდგას სათავეში, რომელიც მისი ტოლია, მასსავით ნახევარმცველი გახლდათ და 4 წელია კლუბის აკადემიაში მუშაობს.

ლამპარდმა ჭაბუკებს ე.წ. კვადრატის თამაში შესთავაზა და კარგა ხანს იბურთავა მათთან ერთად.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული