"არსენალთან" მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი, ბოლო დღეებში კი მათ სანჩესის სტერლინგში გაცვლა მოინდომეს. ისინი მე დამიკავშირდნენ, ჩემი პასუხი კი ასეთი იყო: "არანაირი შანსი არ არსებობს. ნული. ერთი პროცენტიც კი არა. რაჰიმი ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია".
"არსენალს" შეთავაზება გავუკეთეთ, რომელიც მათ მიიღეს, მაგრამ შემდეგ ფეხბურთელს ვერ შევუთანხმდით და ალექსისი "არსენალში" დარჩა." - განაცხადა გვარდიოლამ "ლივერპულთან" დღეს გასამართი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.