ეს ინფორმაცია მართალი გამოდგა. ინგლისის ნაკრების ყოფილ თავკაცს ორსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმეს და 16 სექტემბერს პრემიერლიგის მე-5 ტურში "საუთჰემპტონთან" შეხვედრაში უქულოდ მყოფ გუნდს ის უხელმძღვანელებს. მას წლიურ გასამრჯელოდ 2.5 მილიონი ფუნტი დაენიშნა და კიდევ 1 მილიონს ბონუსების სახით მიიღებს.
სხვათა შორის, როიმ ფეხბურთის თამაში 1963 წელს "კრისტალ პალასში" დაიწყო, ოღონდ დიდი ვერაფერი მოთამაშე გახლდათ და პირველ გუნდში არ უასპარეზია.