მესუთ იოზილი სეზონის ბოლოს...

AutoSharing Option
მესუთ იოზილმა გადაწყვიტა, სეზონის ბოლოს "არსენალი" დატოვოს, - წერს "ბილდი". მომავალ ზაფხულს გერმანელი "მეთოფეებს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემშვიდობება.

28 წლის ფეხბურთელსა და "არსენალს" შორის ხელშეკრულება სეზონის ბოლოს იწურება. ახალი კონტრაქტის თაობაზე კი მხარეებმა ბოლოს თებერვალში ილაპარაკეს, მაგრამ შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ და იოზილმაც გადაწყვიტა, ამ თემაზე სჯა-ბაასი აღარ გაეგრძელებინა.

გერმანელს შეთავაზებული კონტრაქტი არ მოეწონა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, მას კვირაში 280 ათასი გირვანქა უნდა აეღო, რაც, ეტყობა, მის მადას არ აკმაყოფილებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

myquiz
სიახლეები პოპულარული