როი კინი: „ლივერპული“ სკოლის გუნდის მსგავსად თამაშობს

AutoSharing Option
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ბაზელს“ 3:0 სძლია, „ლივერპული“ კი „სევილიასთან“ ფრეს დასჯერდა და აბა, ამ შესაძლებლობას მერსისაიდელებისათვის კბილის გასაკრავად „მანიუს“ ყოფილი კაპიტანი როი კინი როგორ გაუშვებდა.

„ამ თამაშში „წითლების“ სისუსტეები დავინახეთ. გამოჩნდა, ეს გუნდი ვერაფერ სერიოზულს რატომ ვერ იგებს. აუტიდან ბურთის შეტანისას მისი ფეხბურთელები უბრალოდ გაითიშნენ და საპასუხო გოლი გაუშვეს.

ასეთმა შეცდომებმა ნებისმიერი მწვრთნელი ჭკუიდან უნდა გადაიყვანოს. ასე მხოლოდ სკოლის მოსწავლეები ბურთაობენ. უნდა ვაღიაროთ, რაც ძნელია, „ლივერპული“ აკეთებს: სწრაფად უტევს, მომენტებს ქმნის და მეტოქეზე ზეწოლა ახდენს.
აი, მარტივი რამეები კი ეშლება.

დარწმუნებული ვარ, ამ ტურნირზე გამარჯვების არანაირი შანსი არა აქვს. ჯგუფიდან გავა, მაგრამ ფლეი-ოფში „რეალის“ დონის გუნდი აბუჩად აიგდებს“,-განაცხადა კინმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლივერპულს რომ გააკრიტიკებ აუტის შემოტანაზე....ქართული გუნდების შესახებ,თავის ნაკრებიანად რაღას იტყოდა.
სოსო
16:06 20-09-2017
0
როი, კარგი ფეხბურთელი იყავი და პატივს გცემ, მაგრამ არ გეთანხმები ბოლო სიტყვებში, (რეალის დონის გუნდი ლივერპულს აბუჩადი აიგდებს) მარტო იმიტომ, რომ რეალის ორი მოთამაშე, კერძოდ რონალდო და ბეილი- ამათი ფასი ლივერპულის ნახევარი გუნდის ბიუჯეტია თითქმის.. აქვე დავესესხები მოურინიოს და ვიტყვი, რომ ძვირიანი ფეხბურთელები წარმატების გარანტია არაა, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანია!
mdaa...
11:59 15-09-2017
0

სიახლეები პოპულარული