სიკვდილის პირას მყოფმა „ბარნსლის“ პატრონმა გულშემატკივრებს ღია წერილით მიმართა

AutoSharing Option
კიბოთი დაავდებულმა ჩემპიონლიგის „ბარნსლის“ 66 წლის მფლობელმა პატრიკ კრაინმა (სურათზე შუაში) ღია წერილით მიმართა გულშემატკივრებს და განაცხადა, რომ შესაძლოა სეზონის ბოლომდე ვერ იცოცხლოს:

„კიბო ვერაგი დაავადებაა და ყველას გთხოვთ პროფილაქტიკის მიზნით ხშირად გაესინჯოთ ექიმს. ცხოვრების დიდი ნაწილი უაზროდ გავატარე. ჩემთვის ოჯახი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მეტი ყურადღება უნდა დამეთმო მისთვის. რა თქმა უნდა, „ბარნსლიც“ მნიშვნელოვანი გახლდათ და ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ოჯახსაც უყვარს კლუბი.

როდესაც კლუბი შევიძინე, მართვის უფლებას კ
არგა ხანი სხვებს ვაძლევდი, რადგან საკუთარ საფეხბურთო კომპეტენციაში ეჭვი მეპარებოდა და არ მინდოდა თავი შემერცხვინა. ორჯერ წარმატებით ვიასპარეზეთ „უემბლიზე“. იქნებ ოდესმე გაგანდოთ საიდუმლო თუ როგორ მოვახერხეთ ეს.

რა თქმა უნდა, მთელი კლუბი ერთ მუშტად იყო შეკრული. არ ვიცი, შევძლებთ თუ არა გასულ სეზონში მიღწეული ერთიანობის შენარჩუნებას, რომელიც გადაედოთ ქომაგებს და მათ განუმეორებლად დაუჭირეს გუნდს მხარი.

რაც შეეხება ამ სეზონს, ვფიქრობ, გავძლიერდით. არა მგონია, სეზონის ბოლომდე ვიცოცხლო და დავინახო საბოლოო შედეგი. მატჩიდან მატჩამდე იმედით ვცოცხლობ. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ და მადლობას გიხდით მრავალი წლის მანძილზე გამოვლენილი სიკეთისათვის“.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული