ლონდონის "არსენალთან" 0:2-ზე წაგებულ პრემიერლიგის მე-6 ტურის დასკვნით მატჩში "ვესტ ბრომვიჩის" 36 წლის ნახევარმცველმა გარეტ ბერიმ ინგლისის ჩემპიონატზე 633-ე შეხვედრა ჩაატარა, რაიან გიგზის რეკორდი დაამხო და თქვა, რომ მიღწევამ გაახარა, ჟურნალისტებმა შეაწუხეს და კარგი იქნება თუ მისი გუნდი წარმატებით იასპარეზებს.
ბერის რეკორდის დამყარება მიულოცა "მეთოფეთა" მენეჯერმა არსენ ვენგერმა და ექს-რეკორდსმენმა გიგზმა. აი, რა შუთვალა რაიანმა ვიდეომიმართვით:"გამარჯობა, გარეტ! გილოცავ ჩემი რეკორდის გაუმჯობესებას. ეს დიდი მიღწევაა. ვიცი, პროფესიონალი ხარ. ასეთ მაღალ დონეზე ამდენი შეხვედრის გამართვა დიდებულია. იმედია, კიდევ დიდხანს ითამაშებ".
ბერი აგრეთვე
"ასტონ ვილაში, "მანჩესტერ სიტიში" და "ევერტონში" ასპარეზობდა, 53 მატჩში დაიცვა ინგლისის ნაკრების ღირსება (3 გოლი გაიტანა), 2007 წელს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, 2011 წელს ქვეყნის თასის მფლობელი, ხოლო 2012 წელს ჩემპიონი გახდა.