მეკარე ალისონმა 90+5-ე წუთზე გატანილი გამარჯვების გოლი მამის ხსოვნას მიუძღვნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 36-ე ტურში "ლივერპულმა" სტუმრად "ვესტ ბრომვიჩი" 2:1 მეკარე ალისონის მიერ 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა, რომელიც კუთხურისას მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა და თავურით დალაშქრა სემ ჯონსტონის კარი.

ნამატჩევს 28 წლის ბრაზილიელმა გოლი მამის ხსოვნას მიუძღვნა, რომელიც თებერვალში მდინარეში დაიხრჩო.

"ემოციებით ვარ დატვირთული. უკანასკნელ ხანს მე და ჩემს ოჯახს ბევრი რამ შეგვემთხვა, მაგრამ ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა.

მამასთან ბავშვობიდან ვთამაშობდი. იმედია, დღეს აქ იყო და გოლი ნახა. დარწმუნებული ვარ, ღმერთთან ერთად ზეიმობს.

ხანდახან მთელი ძალით იბრძვი, მაგრამ არაფერი გამოგდის. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა
ლიგაა. ძალიან ბედნიერი ვარ", - განაცხადა ალისონმა Sky Sports-ის ეთერში.

ალისონი პრემიერლიგაში გოლის გამტანი მეექვსე მეკარეა და პირველი, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა.

ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ზონას 1 ქულით ჩამორჩება - 19 მაისს სტუმრად "ბარნლის" შეხვდება, ხოლო 23 მაისს "კრისტალ პალასს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული