"შეშლილი ხარ, ნაგავი ადამიანი ხარ და დედობას არ იმსახურებ" - გიგზის სასამართლო გრძელდება, ყოფილა მეუღლემ სკანდალური ჩანაწერები გამოაშკარავა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ფეხბურთელის, რაიან გიგზის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი გრძელდება. შეგახსენებთ, ყოფილ უელსელ ფეხბურთელს მისი ყოფილი მეუღლე, კეიტ გრევილი ძალადობასა და იძულებაში ადანაშაულებს.

რაიანმა დაკავების ღამე გაიხსენა და ემოციებისგან თავიც ვერ შეიკავა. უელსელმა განაცხადა, რომ იმ ღამეს მისმა ყოფილმა მეუღლემ პოლიციაში დარეკა, რის შემდეგაც სამართალდამცველები უელსელს მიაკითხეს და პენდლეტონის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, განყოფილებაში დარეკვის მიზეზად კი არასათანადო მოპყრობა და სახეში თავის დარტყმა დაასახელა.

"მეშინოდა, აქამდე ასეთ მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვარ, ეს ჩემთვის ყველაზე ცუდი გამოცდილება იყო".

გიგზის მუქარის შემცველი შეტყობინებები გრევილის
მიმართ: მეზიზღები

უელსელის მუქარის შემცველი შეტყობინებები მანჩესტერის სასამართლოში გამოაშკარავეს:

"არასდროს შემიყვარდება ისე არავინ, როგორც მე შენ მიყვარხარ. შენ ხარ ადამიანი, რომელთანაც ყველაზე ახლო სულიერი კონტაქტი მქონდა. ეს ფუჭი საუბარი არ არის, მორჩი ბავშვობას და დამირეკე" - წერს ფეხბურთელი მას შემდეგ, რაც კონფლიქტმა უმაღლეს საფეხურს მიაღწია.

თუმცა ყველა შეტყობინება ასეთი თბილი არ ყოფილა, ზოგში ზიზღი და მუქარა იგრძნობოდა:

"გაგდევნი, შეშლილი ხარ, ნაგავი ადამიანი ხარ და დედობას არ იმსახურებ. არასდროს დამავიწყდება როგორც მექცეოდი და მდევნიდი, ახლა ძალიან გაღიზიანებული ვარ, რადგან არაფრის გაკეთება არ შემიძლია. გააგრძელე ჩემი დაიგნორება, მალე შევხვდებით. მეზიზღები მას შემდეგ, რაც გამიკეთე".

კეიტმა პანდემიის დროს რაიანთან ერთად იძულებით თანაცხოვრებაზე ისაუბრა

"თავს იდიოტად მაგრძნობინებდა. მხოლოდ ის უნდა მეკეთებინა, რაც მას სურდა, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მიწევდა ცხოვრება".

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული