პრემიერლიგა. VII ტური: კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა

AutoSharing Option
1 ოქტომბერს პრემიერლიგის VII ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა ჩატარდა. "არსენალმა" ლონდონში ადვილად მოუგო "ბრაიტონს" 2:0 და მე-4 ადგილზე მყოფ "ჩელსის" დაეწია. "ევერტონი" სახლში "ბარნლისთან" დამარცხდა 0:1 და გასავარდნ ზონას 2 ქულაღა აშორებს.

რაც შეეხება "ლივერპულს", გასვლაზე "ნიუკასლთან" ფილიპე კოუტინიოს გოლით კი დაწინაურდა, მაგრამ ხოსელუმ საპასუხო ბურთი გაუტანა, ფრე 1:1 და სატურნირო ცხრილში 13 ქულით მე-7 ადგილზეა.

ნამატჩევს "წითლების" მენეჯერი იურგენ კლოპი უკმაყოფილო იყო, თქვა, რომ "სენტ ჯეიმს პარკზე" ყველას უჭირს თამაში, ცარიელ კარში ვერ გაქონდათ გოლი, მეტოქემ ერთადერთი შანსი გამოიყენა,
რეფერიმ კრეიგ პოუსონმა კი ნაღდი პენალტი არ დანიშნა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული