24 წლის ფეხბურთელი კალათბურთის დიდი მოყვარულია და თავისუფალ დროს, მეგობრებთან ერთად, ის სპორტის ამ სახეობითაა დაკავებული. თუმცა, "იუნაიტედის" ექიმებს მიაჩნიათ, რომ ეს ფრანგი ნახევარმცველის ჯანმრთელობისთვის სარისკოა და სწორედ ამ მიზეზით კლუბმა პოგბას კალათბურთის თამაში აუკრძალა.
12 სექტემბერს, "ბაზელთან" ჩემპიონთა ლიგაზე გამართული მატჩის დროს, პოგბამ მუხლქვედა მყესი დაიზიანა და შესაძლოა, მან მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშოს.