"მანჩესტერ იუნაიტედმა" პოლ პოგბას კალათბურთის თამაში აუკრძალა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" გუნდის ფრანგ ნახევარმცველს, პოლ პოგბას, კალათბურთის თამაში აუკრძალა. ამის მიზეზი ახალი ტრავმის მიღების საშიშროებაა.

24 წლის ფეხბურთელი კალათბურთის დიდი მოყვარულია და თავისუფალ დროს, მეგობრებთან ერთად, ის სპორტის ამ სახეობითაა დაკავებული. თუმცა, "იუნაიტედის" ექიმებს მიაჩნიათ, რომ ეს ფრანგი ნახევარმცველის ჯანმრთელობისთვის სარისკოა და სწორედ ამ მიზეზით კლუბმა პოგბას კალათბურთის თამაში აუკრძალა.

12 სექტემბერს, "ბაზელთან" ჩემპიონთა ლიგაზე გამართული მატჩის დროს, პოგბამ მუხლქვედა მყესი დაიზიანა და შესაძლოა, მან მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული