ეს ინფორმაცია ბრიტანულმა "მეტრომ" გაავრცელა. ინგლისის მეორე ლიგის აუტსაიდერის "პლიმუთის" 59 წლის ფანმა ტონი კემპმა თავის ტვინზე ოპერაციისას ინსულტი გადაიტანა, ექიმებმა კი გადაარჩინეს, მაგრამ კომაში ჩავარდა.
თურმე, მდგომარეობა უიმედო იყო, 48 საათის შემდეგ ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამორთვას აპირებდნენ და მის მეუღლეს გუნდის ჰიმნი მოუსმენინებია.
ჰოდა, გამოსულა ტონი კომიდან და ორიოდ დღეში სახლშიც გაუწერიათ...