კუმანი: ჩემი ბედი კლუბის ხელმძღვანელობის გადსაწყვეტია

AutoSharing Option
ლივერპულის "ევერტონმა" ზაფხულში ტრანსფერებზე 158 მილიონი ევრო დახარჯა და პრემიერლიგის მე-9 ტურში ლონდონის "არსენალთან" განადგურების შემდეგ (2:5) მე-18 ადგილზე დაქვეითდა.

ნამატჩევს გუნდის მწვრთნელმა რონალდ კუმანმა თავი ასე იმართლა:"შეხვედრის წინ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მათი მჯეროდა. ახლა ჩემი ბედი კლუბის ხელმძღვანელობის გადასწყვეტია. მე ვერაფერს ვერ მოვიმოქმედებ.

ეს ნორმალურია, ეს ფეხბურთია. პირველ 9 ტურში 5 გრანდს შევხვდით. სატურნირო მდგომარეობა არასახარბიელო გვაქვს. ფეხბურთში დიდი ხანია ვმოღვაწეობ და არ მესწავლება რა შეიძლება მოხდეს. ჯერ გუნდზე პასუხისმგებელი ვარ.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას".

ინგლისური პრესის ცნობით, კუმანს გადააყენებენ და მის ნაცვლად დევიდ მოიესს დანიშნავენ, რომელიც "ევერტონს" 2002-2013 წლებში ედგა სათავეში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული