უეინ რუნი ისევ სკამებს ღებავს

AutoSharing Option
ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისათვის ლივერპულის "ევერტონის" თავდამსხმელს უეინ რუნის სასამართლომ მართვის მოწობა ჩამოართვა, 300 ათასი ფუნტით დააჯარიმა და 100 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დაავალა.

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით საქმიანობას შრეკი 10 სექტემბერს შეუდგა, მაშინ თავისი სახლის მახლობლად მდებარე მოხუცებულთა პანსიონატში სკამები შეღება და ღებვა გუშინაც გააგრძელა.

ის თავისი "აუდიდან" გადმოვიდა, ფრიად უხასიათოდ იყო, მხრები აიჩეჩა და იქ მომუშავე ბიჭს კითხვაზე პასუხი არ გასცა.

უეინის გუნდს ვერ მისდის საქმეები კარგად პრემიერლიგაზე, 9 ტურის შემდეგ 8 ქულით მე-18 ადგილზეა, თავად კი 4 გოლი
გაიტანა. შეგახსენებთ, "ევერტონის" მენეჯერი რონალდ კუმანი მოხსნეს და მის ნაცვლად დროებით მწვრთნელად დუბლების 44 წლის დამრიგებელი დევიდ ანსუორთი დანიშნეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული