"სანის" ცნობით, ლონდონის "არსენალმა" ჩილელი თავდამსხმელი ალექსის სანჩესი შარშან 60 მილიონ ფუნტად არ გაყიდა, ზაფხულში კონტრაქტი უმთავრდება, გუნდის გამოცვლა უნდა და ზამთარში მზად არიან 30 მილიონად გაყიდონ.
ამავე გამოცემის მტკიცებით, 28 წლის ფეხბურთელში "მანჩესტერ სიტიმ" "მეთოფეებს" 20 მილიონი შესთავაზა.
პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების 6 მატჩში ალექსისმა 1 გოლი გაიტანა.