პრემიერლიგა. X ტური: მართლა გახდება "მანჩესტერ სიტი" იანვარში ჩემპიონი? [VIDEO]

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-10 ტურში ერთპიროვნულმა ლიდერმა "მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად 3:2 დაამარცხა "ვესტ ბრომვიჩი" (მასპინძლებმა ბოლო გოლი მსაჯის მიერ ძირითადი დროისათვის წამატებულ მე-2 წუთზე გაიტანეს), 28 ქულა დააგროვა და ინგლისის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა.

"ქალაქელთა" მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ 5-3-2 ტაქტიკით ითამაშეს, მთავარია მოიგეს და როდესაც "ლივერპულის" თავკაცის იურგენ კლოპის ნათქვამი შეახსენეს, "სიტი" შეიძლება იანვარში ჩემპიონი გახდესო, უპასუხა, რომ გასული სეზონიც კარგად დაიწყეს და შემდეგ ვერ ივარგეს.

"მანჩესტერმა" სახლში 1:0 მოუგო "ტოტენჰემს" და ევროპის საუკეთესო ხუთ ჩემპიონატზე ერთადერთი გუნდია, რომელსაც ამ სეზონში
სახლში გოლი არ გაუშვია - ხუთივე შეხვედრაში გაიმარჯვა და 15 გოლი გაიტანა. "დეზებმა" კი შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს.

"ჩელსიმ" ედენ აზარის გოლით სტუმრად 1:0 დაამარცხა "ბორნმუთი.

"არსენალმა" "ემირეითსზე" 2:1 მოუგო "სუონსის". "მეთოფეთა" ნახევარმცველმა აარონ რამზიმ კარიერაში 50-ე გოლი გაიტანა. "კანონირებმა" კი არსენ ვენგერის ხელმძღვანელობით მერვაასე მატჩი ჩაატარეს. ფრანგი ამ გუნდს 1996 წლიდან უდგას სათავეში და მალე მოხსნის სერ ალექს ფერგიუსონის 810-მატჩიან რეკორდს. ცნობისათვის, "არსენალმა" შინ მიჯრით 13 შეხვედრაში იმარჯვა.

"ლივერპულმა" "ენფილდზე" "ჰადერსფილდი" გაანადგურა (3:0), მისმა 28 წლის ფორვარდმა დანიელ სტარიჯმა კი საკლუბო კარიერაში მეასე გოლი გაიტანა (62 ლივერპულში). კლოპმა ბრძანა, რომ მოწინააღმდეგე დაჩაგრეს და კონტრშეტევაზე უშანსოდ დატოვეს.

გადარეული იყო "კრისტალ პალასთან" ნაყაიმევს (2:2) "ვესტ ჰემის" დამრიგებელი სლავენ ბილიჩი, 2:0-ს ვიგებდით, ბოლო ბურთი 97-ე წუთზე გავუშვით, ეს ფაქტიურად დამარცხების ტოლფასიაო.

მანჩესტერი – ტოტენჰემი 1:0
(იხილეთ ვიდეო)
გოლი: 1:0 მარსიალი (81)

არსენალი – სუონსი 2:1
(იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 ლუკასი (22), 1:1 კოლოშინაცი (51), 2:1 რამზი (58)

კრისტალ პალასი – ვესტ ჰემი 2:2
გოლები: 0:1 ჩიჩარიტო (31), 0:2 აიევი (43), 1:2 მილივოიევიჩი (50 პენ.), 2:2 ზაჰა (90+7)

ლივერპული – ჰადერსფილდი 3:0 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 სტარიჯი (50), 2:0 ფირმინო (58), 3:0 ვეინალდუმი (75)

უოტფორდი – სტოკი 0:1

გოლი: 0:1 ფლეტჩერი (16)

ვესტ ბრომვიჩი – მანჩესტერ სიტი 2:3 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 სანე (10), 1:1 როდრიგესი (13), 1:2 ფერნანდინიო (15), 1:3 სტერლინგი (64), 2:3 ფილიპსი (92)

ბორნმუთი – ჩელსი 0:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლი: 0:1 აზარი (51)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული