Marca: აბრამოვიჩმა კონტეს გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს გუნდიდან გათავისუფლება ემუქრება.

Marca-ს ინფორმაციით, ლონდონური კლუბის მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა იტალიელ სპეციალისტთან კომუნიკაცია შეწყვიტა და მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

რუსი მილიარდერი უკმაყოფილოა ინგლისის ჩემპიონატში გუნდის გამოსვლით, სადაც "ლურჯები" 10 ტურის შემდეგ მე-4 ადგილზე არიან და ასევე, კონტეს კონფლიქტებით ფეხბურთელებთან.

ადრე აბრამოვიჩს კონტეს დიეგო კოშტას გაშვების გადაწყვეტილება არ მოეწონა. გარდა ამისა, მწვრთნელს კლუბის ხელმძღვანელობასთან სატრანსფერო უთანხმოებები ჰქონდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
Monte moxsnas da waiyvanos vaisi da geguchadze orive
Levani kobidze
10:03 04-11-2017
0
Dabrmavdi daunaxavoooo goli golze gaqonda koshtas .konte wadi milanshi iqneba silvac gaushva ukan
gela kankava
01:42 07-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული