"ჩესლის" ყოფილი თავდამსხმელი ტონი კასკარინო თვლის, რომ მისი ყოფილი გუნდი ინანებს დიეგო კოშტას გაყიდვას:"არასწორი იქნება "არისტოკრატების" წარუმატებლობა დიეგო კოშტას გასხვისებას დავაბრალოთ, რადგან მისმა შემცვლელმა პრემიერლიგაზე ამ სეზონში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. თუმცა, გუნდის სათამაშო სტილი შეიცვალა და ეს არ მოსწონთ გულშემატკივრებს.
მორატა კარგი ბომბარდირია, მაგრამ დიეგო გაცილებით აგრესიულია. ალვარო უფრო "წესიერია". შესაძლოა, შემდეგ შეიცვალოს. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ვერიდებოდი მეურვისთვის ტრავმის მიყენებას, როდესაც წაიქცეოდა, წამოდგომაში ვეხმარებოდი. მერე კი აღარც ვუყურებდი ვინ წაიქცა და ვინ გორაობდა გაზონზე".
მორატამ
კი თქვა, რომ პირველად გრძნობს კარიერაში, რომ გუნდის ნომერი პირველი ფორვარდია, რაც დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან შეტევაში მთელი თამაში მასზეა აწყობილი და გადაცემის მისაღებად მუდამ მოძრაობაში უნდა იყოს.