31 წლის ესპანელი თავდამსხმელი ალვარო მორატა "ატლეტიკოდან" "მილანში" გადავიდა, - ამის შესახებ იტალიური კლუბის საიტი იტყობინება.
"მილანმა" მორატა 13 მილიონ ევროდ გამოისყიდა და 4+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა.
მან ბოლო ორი სეზონი "ატლეტიკოში" ჩაატარა, იქამდე კი "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში ლა ლიგის 32 მატჩში ალვარომ 15 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა და ევროპის ჩემპიონი გახდა.