
ნამატჩევს "წითლების" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თქვა, რომ სათამაშო სტილი შეცვალეს, კონტრშეტევითი შემადგენლობა დააყენა, რამაც გაამართლა, შესანიშნავი კვირა ქონდათ - 3:0, 3:0, 4:1 და ახლა ცოტას ამოისუნთქებენ. მან განსაკუთრებით ჰავბეკი რობერტო ფირმინო შეაქო.
"ჩაქუჩების" მენეჯერმა სლავენ ბილიჩმა კი დაიჩივლა, მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით და ჩემი გუნდში დარჩენა-არდარჩენის თაობაზე კლუბის ხელმძღვანელობას უნდა დაველაპარაკოო.
"სტოკი" სახლში 1:2 მარცხდებოდა "ლესტერთან", მასპინძელთა გუნდის თავკაცმა მარკ ჰიუზმა 69-ე წუთზე შეცვლაზე შეუშვა 36 წლის ორმეტრიანი ფორვარდი პიტერ კრაუჩი, მან მალევე მოახერხა თავურით ანგარიშის გათანაბრება და "სტოკისთვის" ქულის გადარჩენა.
სხვათა შორის, კრაუჩი პრემიერლიგაზე 142-ედ შევიდა შეცვლაზე და შოლა ამეობის რეკორდი გაიმეორა. ბარემ გეტყვით, რომ ამ 142 შეხვედრაში პიტერმა 15 გოლი გაიტანა.
სტოკი - ლესტერი 2:2
გოლები: 33. იბორა 0:1, 39. შაკირი 1:1, 60. მარეზი 1:2, 72. კრაუჩი 2:2
ჰადერსფილდი - ვესტ ბრომვიჩი 1:0
გოლი: 44. ვან ლა პარა
გაძევება: შინდლერი (ჰ. 59)
ნიუკასლი - ბორნმუთი 0:1
გოლი: 90+2. კუკი
საუთჰემპტონი - ბარნლი 0:1
გოლი: 81. ოუკსი
სუონსი - ბრაიტონი 0:1
გოლი: 29. მიურეი
ვესტ ჰემი - ლივერპული
გოლები: 21. სალაჰი 0:1, 24. მატიპი 0:2, 55. ლანზინი 1:2, 56. ოქსლეიდ-ჩემბერლენი 1:3, 75. სალაჰი 1:4