კონტე: მთავარი ის არაა, რომ მოურინიომ ხელი არ ჩამომართვა

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-11 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხების შემდეგ ლონდონის "ჩელსის" მენეჯერმა ანტონიო კონტემ გოლის გამტანი თავდამსხმელი ალვარო მორატა შეაქო და მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს საქციელზე გააკეთა კომენტარი:

"მორატამ თავი პიროვნებად წარმოაჩინა, თუმცა დუბლის შესრულებაც შეეძლო. ახალგაზრდაა და ეს გოლი უფრო თვითდაჯერებულს გახდის. მოურინიომ ხელი არ ჩამომართვა? ეს მთავარი არაა, მთავარი გამარჯვებაა. პატივისცემა მოედანზეა საჭირო და არა მის გარეთ.

სეზონი პრობლემებით დავიწყეთ, დღეს კი ყველას ვაჩვენეთ, რომ როდესაც მოვინდომებთ, წინ ვერაფერი დაგვიდგება. თუ დავიდ ლუისმა კარგად არ ივარჯიშა, ისევ არ ვათამაშებ.
ან სათადარიგოთა სკამზე მივუჩენ ადგილს და ან ტრიბუნაზე".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული