როგორც იუწყებიან, ბილიჩის ნაცვლად გუნდს ამჟამად უქმად მყოფ შოტლანდიელ დევიდ მოიესს ჩააბარებენ, კონტრაქტს სეზონის ბოლომდე გაუფორმებენ, ასისტენტად ფილ ნევილს დაუნიშნავენ და მისი ხელმძღვანელობით "ჩაქუჩები" პირველ მატჩს 19 ნოემბერს "უოტფორდთან" ჩაატარებენ.
მოიესმა BBC-ს განუცხადა, რომ დაინტერესებულია პრემიერლიგის გუნდში მუშაობით, თუ დაუკავშირდებიან და საინტერესო წინადადებით მიმართავენ, დაელაპარაკება, მაგრამ "ვესტ ჰემში" მწვრთნელის ვაკანსია დაკავებულია და ამდენად, ჯერ ლაპარაკი ნაადრევია".