რა ხდება ლონდონის "ჩელსიში"?

AutoSharing Option
ორშაბათს თანამდებობიდან გადადგა ლონდონის "ჩელსის" ტექნიკური დირექტორი მაიკლ ემენალო. როგორც ამბობენ, კლუბის დირექტორს მარინა გრანოვსკაიას ზაფხულში განხორციელებული ტრანსფერების გამო კონფლიქტი აქვს მწვრთნელთან ანტონიო კონტესთან და ემენალო იძულებული იყო სამუშაო დაეტოვებინა, რადგან არ უნდოდა მათ დაძაბულ ურთერთობაში ჩარეულიყო.

ახლა კი კონტეს კონფლიქტი ბრაზილიელ მცველთან დავიდ ლუისთან აქვს და "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩის განაცხადშიც კი არ შეიყვანა. ეს კი იმით ახსნა, თითქოს ფეხბურთელი ჩვეულად არ ირჯება ვარჯიშებზე.

ინგლისური პრესის ცნობით, "არისტოკრატების" პრეზიდენტი რომან აბრამოვიჩი ყველაფერ ამით ძალიან შეშფოთებულია და სიტუაციის განსამუხტად პირადად ჩაერევა
საქმეში.

ემენალოს ადგილას აბრამოვიჩმა შეიძლება ლეონიდ სლუცკი დანიშნოს, რომელიც მისი "რეკომენდაციით" გახდა "ჰალის" მენეჯერი და ახლა მოხსნას უპირებენ.

რომანმა გაარკვია, რომ დავიდ ლუისს კონტე თავდამსხმელ დიეგო კოშტასთან მეგობრობის გამო გადაეკიდა, საერთოდ იტალიელს მთელ გუნდთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და თვლის, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული