პარიკმახერს "ჩელსის" ბაზაზე ფეხბურთელებისთვის თმის გაკრეჭვა აუკრძალეს

AutoSharing Option
ახმედ ალსანავის ლონდონის "ჩელსის" ბაზის მახლობლად თავისი სადალაქო აქვს, ხშირად დადიოდა ფეხბურთელებთან ბაზაზე, თმას კრეჭდა და შემდეგ სურათებს სოციალურ ქსელში აქვეყნებდა.

ეს არ მოეწონათ კლუბის ხელმძღვანელებს და ბაზაზე შესვლა აუკრძალეს.

"ფეხბურთელთა ფოტოების და ავტოგრაფებიანი მაისურების საკუთარი ბიზნესის რეკლამისთვის გამოყენება დაუშვებელია. მოთამაშეებს  კონტრაქტებში მითითებული აქვთ თავიანთი უფლებები, კლუბს ყავს სპონსორები, რომლებიც რეკლამაში მილიონებს იხდიან.

ეს ბიჭი თავს ზედმეტის უფლებას აძლევდა, მატჩების წინ მოდიოდა საწვრთნელ ბაზაზე, რაც დაუშვებელია. ამიტომ ავუკრძალეთ აქ შემოსვლა", - განაცხადა "არისტოკრატთა" წარმომადგენელმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა მაშინ ჩემპიონობა გარანტირებული გქონიათ და ეგ არის, ეგ დალაქი უეჭველი თარსი იყო :)))
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული