მარკოს როხო: ზლატან იბრაჰიმოვიჩს მუნდიალზე თამაში არ უნდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა მარკოს როხომ მწვრთნელზე ჟოზე მოურინიოზე და თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ისაუბრა:

"იბრა არაჩვეულებრივი პერსონაჟია. ვინც არ იცნობს, ტრაბახა გონია, მაგრამ ფენომენალურია. მხეცია, რომელიც მუდამ წინ მიიწევს და გამარჯვება სურს.

ვუთხარი, რადგან შენი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა, უნდა დაეხმარო-მეთქი, მაგრამ არ უნდა.

ვარჯიშზე მე და ზლატანი ერთმანეთს სულ პანღურებს ვურტყამთ, მოუ კი სიმშვიდისაკენ მოგვიწოდებს. პორტუგალიელი მუდამ კეთილგანწყობილია, ფეხბურთელებთან ახლოსაა. მე ძალიან მეხმარება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული