"ლესტერმა" "ტოტენჰემი" სახლში 15 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-14 ტურში "ლესტერმა" სახლში 2:1 დაამარცხა "ტოტენჰემი". აღსანიშნავია, რომ "მელიებმა" "დეზებს" უკანასკნელად საკუთარ მოედანზე 15 წლის წინ სძლიეს.

პირველ ტაიმში გოლები მასპიძელთა გუნდის ლიდერებმა ჯეიმი ვარდიმ და რიად მარეზმა გაიტანეს, 79-ე წუთზე კი შეცვლაზე შესვლიდან 76 წამში ტრავმის გამო 13 თვის უთამაშებელმა ნახევარმცველმა ერიკ ლამელამ ჰარი კეინს ჩემპიონატზე მე-10 გოლი გაატანინა და ის პირველობის ბომბარდირს მოჰამედ სალაჰს დაეწია. ამის შემდეგ 5 წუთში ფერნანდო ლორენტემ 5 მეტრიდან ბურთი კარს გადააცილა ბურთი და სტუმრები დამარცხდნენ.

მოკლედ, "ტოტენჰემა" ბოლო 3 მატჩში მხოლოდ
1 ქულა აიღო და თუ ასე გააგრძელა, შეიძლება ევროპა ლიგაზე გასვლაც კი სანატრელი გაუხდეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მელიებმა შეჭამეს მამალი ..............
ogafa
11:04 29-11-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული