რუნიმ ერთი გოლი მოედნის საკუთარი ნახევრიდან გაიტანა და ნამატჩევს BBC-ის რეპორტიორს კომენტარი არ დაამადლა:"ძალიან სასიამოვნო თამაში იყო. ჩვენს გუნდს მძიმე დროეგა უდგას. ახალი მწვრთნელი გვყავს. განსაკუთრებით კარგად პირველი ტაიმი ჩავატარეთ.
გამარჯვება გვჭირდებოდა და ჩვენი კლასის დამტკიცება. ეს პირველი წინგადადგმული ნაბიჯია. ასევე გაგრძელება გვმართებს. სამწუხაროდ, თერთმეტმეტრიანი ვერ გამოვიყენე. მესამე გოლისას კარიდან წინგამოსული კიპერი შევნიშნე და ძლიერად დავარტყი.
"ევერტონის" ისტორიაში ახალი ერა იწყება. ელერდაისი კარგი მწვრთნელია და გუნდს ახალი იდეებით დაეხმარება".