ანტონიო კონტემ იხუმრა, მეუღლემ გამლახაო

AutoSharing Option
პრემიერლიგის წინა ტურში "სუონსისთან" მატჩისას გაძევებულმა "ჩელსის" მენეჯერმა ანტონიო კონტემ მსაჯს ბოდიში მოუხადა და ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა დისკვალიფიკაციით არ დასაჯა, მხოლოდ 8 ათასი ფუნტით დააჯარიმა, რაც მისთვის მიზერული თანხაა.

ამის შემდეგ კონტემ გაიღადავა, ფინანსურად სერიოზულად დავზარალდი, მეუღლეს ელიზაბეტა მუსკარელას დაბადების დღე ვერ გადავუხადე და გაბრაზებულმა ისე მცემა, თვალი ჩალურჯებული მაქვსო.

ისე, კონტეს მარცხენა თვალი ოდნავ ჩასიებული აქვს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კონტე მაგარი ტიპია
Mariami
11:44 03-12-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული