პეპ გვარდიოლა: უნდა შეგეძლოს ჩაკეტილი დაცვის შენგრევა

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონატის მე-15 ტურში "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე გაჭირვებით დაამარცხა "ვესტ ჰემი", 13-მატჩიანი მოგებათა სერიით პრემიერლიგის რეკორდი გაიმეორა და მისმა მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ შთაბეჭდილებები BBC-ის გაუზიარა:

"მეტოქეს დრო გაყავდა. ასე ხდება ჩვენს უკანასკნელ შეხვედრებში. მეტოქე 10 კაცით იდგა საჯარიმოში და გოლის გატანა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ეს დიდი და საჩვენებელი გამარჯვებაა.

უნდა შეგეძლოს ჩაკეტილი დაცვის შენგრევა. შესვენების შემდეგ ორი თავდამსხმელით თამაშმა გვიშველა. ეს ჩემთვის კარგი გაკვეთილია. ასე გაცილებით, გაცილებით უკეთ ვუტევდით.

ბევრს ვმუშაობთ თავდაცვასა და სტანდარტულებზე, მაგრამ მოწინააღმდეგე ჩვენზე მაღალი იყო.
იგივე იქნება შემდეგ თამაშში "მანჩესტერთან", ამიტომ რაც შეიძლება იშვიათად უნდა დავჯარიმდეთ".



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული