ჟოზე მოურინიო: ხოსეპ გვარდიოლა იტყუება!

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიო თავის სტიქიაშია. "მანჩესტერის" პორტუგალიელმა სპეციალისტმა თანაქალაქელი "სიტის" დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა ტყუილში დაადანაშაულა.

"განსაკუთრებულის" თქმით, დავიდ სილვას ტრავმის ამბავი ტყუილია და იგი კვირას გასამართი შეხვედრისთვის მზად იქნება.

"კვირას გასამართი დერბისთვის ჩვენ ერიკ ბაილი, ფილ ჯონსი, მარუან ფელაინი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მაიკლ კერიკი არ გვეყოლებიან. მე სიმართლეს ვლაპარაკობ.

არ ვიგონებ ისტორიებს, რასაც გვარდიოლა დავიდ სილვაზე ამბობს, ან არსენ ვენგერი ლაკაზეტის შესახებ. ისინი ამბობენ, რომ დანაკლისი ექნებათ, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მთავრდება", - განაცხადა მოურინიომ.

მანჩესტერული დერბი კვირას, "ოლდ ტრაფორდზე", თბილისის დროით 20:30
საათზე დაიწყება.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული