იურგენ კლოპი: არა მგონია პენალტი ყოფილიყო

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-16 ტურში "ლივერპული" ამარცხებდა "ევერტონს" 1:0 , მაგრამ 77-ე წუთზე მსაჯმა კრეიგ პოუსონმა ჩათვალა, რომ დეიან ლოვრენმა დომინიკ კალვერტ-ლუისი წესების დარღვევით შეაჩერა, პენალტი დანიშნა, რომელიც უეინ რუნიმ გამოიყენა და მატჩი 1:1 დასრულდა.

ამ შეხვედრაზე კომენტარი "წითლების" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გააკეთა:"გამარჯვებისათვის ყველაფერი ვიღონეთ. მოწინააღმდეგე დაცვაში იყო ჩამდგარი, ჩვენ კი ვუტევდით.

გარდა ერთი მომენტისა მთელი 90 წუთი თამაშს ვაკონტროლებდით და სწორედ იმ ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა მატჩის ბედი. არა მგონია პენალტი ყოფილიყო. მერე ჟურნალისტებს ვკითხე, მართლა იყო თუ არა თერთმეტმეტრიანი და უმეტესობამ
მითხრა, რომ არ იყო".
მკითხველის კომენტარები / 1 /
პენალტი არ იყო.
სოსო
10:50 11-12-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული