სერხიო რომერო: მეორე ნომრად ყოფნა აღარ მსურს

AutoSharing Option
არგენტინელი მეკარე სერხიო რომერო თავის თავს "მანჩესტერ იუნაიტედის'' შემადგენლობაში ვეღარ ხედავს. 30 წლის კარის დარაჯს ''ოლდ ტრაფორდის'' დატოვება სურს.

რომეროს თქმით, მისი მთავარი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მოხვედრაა, რასაც დავიდ დე ხეას დუბლიორობის შემთხვევაში ვერ მიაღწევს.

მიმდინარე სეზონში სამხრეთამერიკელმა მხოლოდ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მისი შეძენის მსურველი კლუბების ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.


მომზადებულია dailymaili–ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული