პეპ გვარდიოლა: სოლიდურად, სერიოზულად და შესანიშნავად ვითამაშეთ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" პრემიერლიგის მე-17 ტურში გასვლაზე "სუონსი" გაანადგურა 4:0 და ინგლისის ჩემპიონატზე პირველი გუნდი გახდა, რომელმაც მიჯრით 15 გამარჯვება მოიპოვა.

ნამატჩევს "ქალაქელთა" მენეჯერს პეპ გვარდიოლას სიხარული არ დაუმალავს:"იმის გათვალისწინებით, რომ 3 დღის წინ "ოლდ ტრაფორდზე" ურთულესი შეხვედრა გვქონდა, დღეს სოლიდურად, სერიოზულად და შესანიშნავად ვითამაშეთ. ასეთი ასპარეზობით კმაყოფილი ვართ.

არ მოვდუნდებით, ეს არ მოხდება. შეიძლება დავმარცხდეთ, ქულები დავკარგოთ, მაგრამ თვითდამშვიდება გამორიცხულია. ზედიზედ 15 მოგება კარგია და თუ გულშემატკივრები ბედნიერები არიან, ეს ჩვენთვის საუკეთესო საჩუქარია.

გამახარა დავიდ სილვამ. ადრე ამდენი გოლები არ
გაქონდა, ახლა კი ჩინებულ ფორმაშია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული