ჟოზე მოურინიოს დავიდ ლუისის შეძენა სურს

AutoSharing Option
ინგლისური პრესის ინფორმაციით, მანჩესტერ ''იუნაიტედის'' მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს ლონდონის ''ჩელსის'' მცველის, დავიდ ლუისის შეძენა სურს.

30 წლის ფეხბურთელს ''არისტოკრატების'' მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესთან კონფლიქტი აქვს და ბოლო დროს იგი კლუბის განაცხადშიც კი ვერ ხვდება.

ბრაზილიელმა უკვე აღნიშნა, რომ თუ სიტუაცია არ შეიცვალა, იგი ''სტემფორდ ბრიჯს'' დატოვებს.

საინტერესოა, რომ ლუისი ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით ერთხელ უკვე თამაშობდა. მაშინ ''ჩელსის'' მწვრთნელმა პორტუგალიელმა სამხრეთამერიკელი მცველი პსჟ-ში გაუშვა.

მომზადებულია mirror-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული