"ბრისტოლის" მწვრთნელმა მოურინიოს გასამასპინძლებლად ღვინო 450 ფუნტად შეიძინა

AutoSharing Option
დღეს, ინგლისის ლიგის თასის 1/4 ფინალში ჩემპიონლიგის "ბრისტოლი" "მანჩესტერ იუნაიტედს" მასპინძლობს. მასპინძელთა გუნდის 36 წლის მენეჯერი ლი ჯონსონი იმედს გამოთქვამს, რომ "მანიუს" თავკაცთან ჟოზე მოურინიოსთან გასაუბრების საშუალება მიეცემა:

"ბოთლი ღვინო 450 ფუნტად ვიყიდე. ამისათვის ჩემი პატარა გოგონას ყულაბიდან ფულის აღება მომიწია. ღვინო პორტუგალიიდან ჩამოვატანინე.

გამოვიკითხე და გავიგე, რომ მოურინიოს ეს ღვინო, Barca Velha Red 2004 უყვარს. იმედია, მოვა და ცოტას გავისაუბრებთ. მხოლოდ 5-10 წუთით დავაკავებ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული