Dailymail: ჟოზე მოურინიოს მალკომის შეძენა სურს

AutoSharing Option
ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს, საფრანგეთის კლუბ "ბორდოს" ნახევარმცველის, მალკომის შეძენა სურს.

"წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა მზადაა, ფეხბურთელის სანაცვლოდ 33 მილიონი ევრო გაიღოს, თუმცა ჟირონდელები 50 მილიონ ევროს ითხოვენ.

პორტუგალიელი დამრიგებლის სურვილია, ბრაზილიელი იანვრის სატრანსფერო პერიოდშივე შეიძინოს. მოურინიოს აზრით, სამხრეთამერიკელი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია.

მალკომი "ბორდოში" გასულ წელს გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარი შვიდჯერ აიღო.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული