ამიერიდან, 59 წლის სპეციალისტი ინგლისის "ჩემპიონშიპის" ბინადარ "მიდლსბროს" დამოძღვრავს.
აღსანიშნავია, რომ "რივერსაიდის" ბინადართა ხელმძღვანელობამ ყოფილი დამრიგებელი გარი მონკი მოგებული თამაშის შემდეგ გაათავისუფლა.
თუმცა, "ბოროს" შედეგები მიმდინარე სეზონში დამაკმაყოფილებელი რომ არ არის, ფაქტია.
"მიდლსბრო" 35 ქულით მე-9 პოზიციაზე იმყოფება და პრემიერლიგაში პირდაპირ გადამსვლელ პოზიციას მთელი 12 ქულა აშორებს.
მომზადებულია talksport.com-ის მიხედვით