ანტონიო კონტე: დღევანდელი გამარჯვებით შესანიშნავი წელი დავასრულეთ

AutoSharing Option
პრემიერლიგის 21-ე ტურში "ჩელსიმ" "სტოკი" გაანადგურა (5:0), სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე აინაცვლა, მისმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კი სიხარული ვერ დამალა:

"შეხვედრა კარგად დავიწყეთ და ორი გოლი გავიტანეთ. ისევ მშრალად შევინახეთ კარი. წინ "არსენალთან" რთული შეხვედრა გველის. გამარჯვება მოგებათა სერიის გასაგრძელებლად მნიშვნელოვანი იყო.

დღევანდელი გამარჯვებით შესანიშნავი წელი დავასრულეთ. ძნელია პირველივე სეზონში ოქროს მედლების მოგება. ამიტომ მოცემული შანსისათვის კლუბის ხელმძღვანელობის მადლობელი ვარ.

ყველა ფეხბურთელის ფორმაში ყოფნისათვის როტაცია აუცილებელია. იანვარში ბევრი თამაში გვაქვს, თებერვალში ჩემპიონთა ლიგა იწყება და ყველა ფეხბურთელი მჭირდება.

ჩემპიონობის ბედი
ჩვენს ხელთ არაა. "მანჩესტერ სიტი" ძალიან დაწინაურდა. ვნახოთ, რა მოხდება სეზონის ბოლოს.

კლუბის ხელმძღვანელობას ვესაუბრე ტრანსფერებზე. მათ იციან ჩემი სურვილები. თუ გაგვაძლიერეს, ძალიან კარგი იქნება, თუ არადა არც ეგაა კატასტროფა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული