ესპანური პრესა: "ლივერპულმა" კოუტინიო 180 მილიონ ევროდ შეაფასა

AutoSharing Option
ესპანური მედიის ინფორმაციით, "ლივერპულმა" "ბარსელონას" ფილიპე კოუტინიოს სანაცვლოდ 180 მილიონი ევრო მოსთხოვა.

კატალონიელებს ბრაზილიელი შემტევის დამატება დიდი ხანია სურთ და სავარაუდოდ საწადელს იანვრის სატრანსფერო პერიოდში მიაღწევენ.

ადრე გავრცელებული ცნობით, კოუტინიო "ბარსელონაში" სახლს ეძებს, "ნაიკმა" კი, რომელიც კატალონიელთა ტექნიკური სპონსორია, 25 წლის სამხრეთამერიკელის მაისურების გაყიდვა უკვე დაიწყო.

"ლივერპული", კოუტინიოს ერთ-ერთ შემცვლელად, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელს, დენი სებალიოსს განიხილავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული